22 დეკემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნილი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და აჭარაში დროებით ცხოვრობს. ოჯახის წევრები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. მეზობლები ყვებიან, რომ ქალი ჯერ მაღაზიის ტენტზე დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები