22 დეკემბერი 2024,   07:03
ვრცლად
"აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია"-პუტინის პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები თბილისში ჩამოვიდნენ

რამდენიმე წუთის წინ თბილისის აეროპორტში რუსული პროპაგანდისტული მედიის მთავარი სახეები ჩამოვიდნენ. კრემლთან დაახლოებული სამხედრო და პოლიტიკური მიმომხილველები, ანტიდასავლური რიტორიკის ტელეწამყვანები და ექსპერტები საქართველოს დედაქალაქში მედია ფორუმის ჩასატარებლად იმყოფებიან. თავად კრემლიდან, კონკრეტულად კი ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო გრანტითაა დაფინანსებული აღნიშნული ღონისძიებაც.

კითხვაზე, "რამდენად შესაძლებელია იპოვონ ქართველებთან საერთო ენა მაშინ, როდესაც 10 წლის წინ მოხდა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია," დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი წევრი ალექსეი მალაშენკო ამბობს, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, შეეცდება დაიწყოს საუბარი ქართველებთან მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემაა. ის ხაზს უსვამს კორექტულ ურთიერთობებს.

„მე ოკუპაციის შესახებ არ ვაპირებ საუბარს. მე სხვა პრობლემები მაქვს, რომელიც ეხება პოლიტიკურ კულტურას და ურთიერთობებს.  ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. ჩვენ გვინდა სუფთა პოლიტიკა. თუ ჩვენ გვინდა დავკავდეთ პოლიტიკით შეგვიძლია სხვა ადგილი ავირჩიოთ ამისთვის მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ სხვა თემებზე ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ  დისკუსია. მთავარი პრობლემა არის კომუნიკაცია რაც გამოიხატება ურთიერთობებით ერთმანეთთან და სწორედ ამ თემებზე გვინდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ ყველა პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობს. ხანდახან ეს არ გამოდის მაგრამ ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ. გარემოებები ყოველთვის არსებობს რთული და შესაძლოა ეს დიდხანს გაგრძელდეს  მაგრამ ყველაზე რთული არის ამ გარემოებებში კომუნიკაცია და ურთიერთობა დანარჩენით ალბათ უნდა დაკავდეთ პოლიტიკოსები. შეხედეთ რუსულ ტელევიზიას, იქ ხომ ერთი პოლიტიკა მიდის  და იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია ვისაუბროთ განსხვავებულ თემებზე.  მე შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი არ არიან ადამიანები  რომლებიც აქ არიან ჩამოსულები. მე ვაპირებ ურთიერთობას მედიასთან, ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან. არც კი ვიცი სრული სია ვინ მიიღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. არსებობს სახელმწიფოს ენები და არსებოპბს ურთიერთობების ენა. ჩვენთან რუსეთში ძალიან ბევრს საუბრობენ რუსოფობიის შესახებ. მე ვყოფილვარ აზერბაიჯანში, სომხეთში,  საქართველოში. აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია. აი ეს არის ჩემთვის საინტერესო,“-განაცხადა ალექსეი მალაშენკომ.

დღის ამბები