22 დეკემბერი 2024,   05:56
ვრცლად
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ, თანამდებობა დატოვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ, თანამდებობა დატოვა.

ხათუნა ბარაბაძის თქმით, სამეურვეო საბჭომ მისი გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის ყოფილი დირექტორის თქმით, სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მეორედ მიმართა. პირველად 3 თებერვალს, თუმცა, საბჭომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხათუნა ბარაბაძე გადადგომის მიზეზად მორალურ პასუხისმგებლობას ასახელებს. 

„ეს ჩემთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ვერ გადავიტანე, მორალურად ეს იყო ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი, როგორც მოქალაქემ, როგორც მორალურად, დედამ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და მასწავლებელმა. ვერცერთ შემთხვევაში მე სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, ჯერ კიდევ მაშინ, 3 თებერვალს, როცა ეს ამბები ძალიან მწვავე იყო და მაშინ დავწერე განცხადება და ახლა უკვე სასწავლო პროცესი დასრულებულია და სრულად შემეძლო თამამად დამეტოვებინა უკვე უპრობლემოდ,“ - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად ორი მოზარდი გარდაიცვალა. სისხლიან გარჩევაში პირველი ექსპერიმენტულის და 51-ე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის 2 მსჯავრდებული მოზარდი სწორედ პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

დღის ამბები