რუსეთის ავიაციამ სირიაში იერიშები განაახლა. გავრცელებული ცნობით, რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვები იდლიბის პროვინციაში ჩამოაგდეს.
დამკვირვებლების ცნობით, ავიაციამ ოპერაცია მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად 16 რაიონში ჩაატარა და მათი სამიზნეები გაანადგურა.
იდლიბის პროვინციაზე სამხედრო ოპერაციის დაწყება ბაშარ ალ ასადმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა.
სირიის პრეზიდენტის გეგმას სირიამ და ირანმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. დონალდ ტრამპმა კი მოკავშირეებს ოპერაციის დაწყებისგან თავის შეკავება ურჩია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, იდლიბზე შეტევას ასობით ადამიანი შეეწირება, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფის მიზეზი გახდება.