26 დეკემბერი 2024,   15:39
ვრცლად
პოლიტიკური რევანში - მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ საგამოძიები კომისიაში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე

პოლიტიკური რევანში - ასე აფასებს მმართველი გუნდი საპარლამენტო უმცირესობის მიერ დროებითი საგამოძიები კომისიის ფორმატში წარმოდგენილ რეკომენდაციებს, სადაც ოპოზიცია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორზე და ყველა იმ ბრალმდებელზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში ფიგურირებდა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის, თქმით, საქმეში არსებული ყველა დარღვევა მირზა სუბელიანის ახლო ნათესავის, მიხეილ კალანდიას, დანაშაულის დაფარვისკენ იყო მიმართული.

„ეს არის პრაქტიკულად დარღვევათა კასკადი, რამაც მთლიანობაში გამოიწვია ის, რომ არ დადგინდა დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა,“ - აცხადებს კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ კახიძის განცხადებას "პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად" აფასებს და ამბობს, რომ მისი განცხადებები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო თოფურიძის, განცხადებებს ახსენებს.

კომისიის წევრის, სერგო რატიანის, განცხადებით, "საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საგამოძიებო უწყებების წარმომადგენელთა ადვოკატირებას ცდილობენ".

საპარლამენტო უმცირესობას პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძეც.

„პოლიტიკურ სახეს ატარებს და ეს არის პრაქტიკულად ერთი ხელისმოსმით საგამოძიებო ორგანოების ხელმძღვანელი და ძირითად წარმმართველი პირების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნა ისე, რომ დაუსაბუთებლად არის ადამიანის გვარები მოხვედრილი,“ -ამბობ თალაკვაძე.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე კომისიის სხდომა კვლავ გრძელდება.

 

დღის ამბები