22 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
"ქართულ ოცნებისგან" ველოდები გადაწყვეტილებას, დაფინანსება შემდეგი საკითხი იქნება" - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. დღეს ის ვარკეთილის მეტროსთან შეხვდა ამომრჩეველს, რის შემდეგაც მან, მოქალაქეებთან ერთად, მეტროთი იმგზავრა.

მისი განცხადებით, ხელმოწერები უკვე ყველა რეგიონში შეაგროვა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 8 სექტემბერს წარადგენს.

„8-ში ვაპირებთ, რომ შევიტანოთ ხელმოწერებიც და ჩემი რეგისტრაციაც. დაფინანსება დაწყებული არის, მე არ ვარ ჩემს ოფისში, რომ ვნახო, ყოველდღიურად როგორ შემოდის თანხები. შემოდის, მაგრამ არ ვიცი, ბიზნესიდან რამდენად არის შემოსული. ქართული ოცნებისგან ველოდები მათ გადაწყვეტილებას საერთოდ. რაც ეხება დაფინანსებას, ეს შემდეგი საკითხი იქნება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

დღის ამბები