22 დეკემბერი 2024,   05:59
ვრცლად
კრემლის მედიადესანტი საქართველოში - პუტინის პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ

კრემლი თბილისში პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს აგზავნის. პუტინის დესანტი თბილისში დღეს ჩამოვიდა, თუმცა, მათგან ოთხი ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს.

რუსეთის 3 მოქალაქე - თბილისის აეროპორტიდან, ერთი კი ლარსის გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს.

ესენი არიან: საინფორმაციო სააგენტოს ITAR-TASS-ის სამხედრო კორესპონდენტი,  გადამდგარი პოლკოვნიკი, ვიქტორ ლიტოვკინი; საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, გენადი ბოდრიუგოვი და ალექსანდრე ტოკარიევი.

ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გააბრუნეს გაზეთ ჩრდილოეთ ოსეთის  მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი ალან კასევი.

მას აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენციაზე რეგიონის მედიის როლზე უნდა ესაუბრა. ალან კასაევს საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე - ოკუპაციაზე, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.

აკრძალვის მიზეზი, სავარაუდოდ, "ოკუპაციის შესახებ" კანონის დარღვევა გახდა. მაგრამ ვლადიმერ პუტინის გრანტით დაფინანსებული ფორუმი თბილისში მაინც გაიმართება. რუსი ექსპერტები ქართველი ჟურნალისტებისა და დამწყები რეცენზენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები