26 დეკემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ბამბუკები, რომელიც ივანიშვილის ბაღში გადარგვის შემდეგ ხმება - წვერმაღალაში ყოფილი პრემიერის ბაღში ხეებმა ხმობა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილის ხელოვნურად გაშენებულ ბაღში ხეებმა ხმობა დაიწყო. სოფელ წვერმაღალაში ათობით ბამბუკი უკვე მთლიანად გამხმარია. მიუხედავად იმისა, რომ რიგითი მოქალაქეებისთვის ეს ტერიტორია ჩაკეტილია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სხვადასხვა ადგილიდან გადმორგული ბამბუკები გამხმარია, არადა, მრავალწლიანი მცენარეები ბაღში რამდენიმე კვირის წინ გადარგეს.

სოფელ წვერმაღალაში ბიძინა ივანიშვილის ბაღი ცენტრალურ გზაზე გაშენდა, მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთი გზა ბაღის ტერიტორიაში მოხვდა, ამის გამო, ადგილობრივებს ახლა შემოვლითი გზით სარგებლობა უწევს.

მომხდარი ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტებს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ,  რომ ბიძინა ივანიშვილი ახალი ბაღის მშენებლობისთვის დაბა ურეკში სახელმწიფო რესურს პირადი სარგებლობისთვის იყენებს.

რა ბედი ელის სოფელ წვერმაღალაში გაშენებულ ბაღს, უცნობია. თუკი ხეების ხმობა გაგრძელდა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს მცენარეების გადარგვა ხელახლა მოუწიოს. 

 

 

 

 

დღის ამბები