26 დეკემბერი 2024,   15:41
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდთან საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობისთვის მზადება დაიწყო - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდთან საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობისთვის მზადება დაიწყო. ტერიტორია უკვე გამოყოფილია.

კურიერის მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამშენებლო მასალაც აქტიურად შეაქვთ.

ახალი წესების ამოქმედების შემდეგ გალში მოსახლეობას ციტრუსის, ალკოჰოლის და თამბაქოს შეტანა აეკრძალება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაღალი ფასების გამო, პროდუქტების დიდი ნაწილს უკვე წლებია, ხალხი ზუგდიდის ბაზარში ყიდულობს და გალის რაიონში გადააქვს. ოკუპირებული რეგიონის მაღაზიების ნაწილი საყოფაცხოვრებო პროდუქციით თბილისიდან მარაგდება. პროდუქცია, რომელის გადატანაც არ აიკრძალება, მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება და ფასიანი გახდება.

დევნილებს ფულს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დღემდეც სთხოვდნენ, თუმცა, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ ფასები სამმაგდება და ერთი კილოგრამი ტვირთის გადატანა ოკუპირებულ გალში მოსახლეობას, სავარაუდოდ, 4-6 ლარი დაუჯდება.

საბაჟო პუნქტის მშენებლობის მოტივით არ არის გამორიცხული, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გალის ქართულ მოსახლეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. ამიტომ ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება, რათა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილოების უფლება არ შეეზღუდოთ.

 

 

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ემა გოგოხია.

დღის ამბები