27 დეკემბერი 2024,   03:40
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - მწვავე დაპირისპირების მიუხედავად საგამოძიებო კომისიამ "ევროპული საქართველოს" დასკვნა მიიღო

9 მომხრე, 4 წინააღმდეგი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტი მიიღო.

დასკვნაში ხელისუფლების უმაღლესი წევრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და მირზა სუბელიანის, მიხეილ კალანდიას და გამომძიებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების რეკომენდაციაზეა საუბარი.

საბოლოო კენჭისყრაზე ორი დოკუმენტი იყო გატანილი, თუმცა „ქართული ოცნების“ დასკვნა ჩავარდა.

კომისიის ბოლო სხდომა დღეს განსაკუთრებით ხმაურიანი იყო.

„კომისიამ დავადგინეთ ის, რომ ფიქსირდება გამოძიების პროცესში ხარვეზები. ფიქსირდება ის, რომ ან არ ჩატარდა ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება ან ჩატარდა დაგვიანებით, ამ ყოველივემ გავლენა მოახდინა მტკიცებულებების ხარისხზე. თუმცა ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენა რომელიმე სახელმწიფო უწყების მხრიდან ან პოლიტიკური მოტივით არ განხორციელებულა. მიგვაჩნია, რომ მ.კ.-ს როლი ამ კონკრეტული მკვლელობის ფაქტთან მიმართებაში კითხვის ნიშნებს ბადებს, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოს შესაბამისმა ორგანომ სამართლებრივი რეაგირება მის როლთან დაკავშირებით. მირზა სუბელიანის მიერ კომისიისთვის მიცემული ჩვენების საკითხი უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, ვინაიდან ფიქსირდება წინააღმდეგობა მის მიერ მიცემულ ჩვენებასა და სხვა გამოკითხულ პირთა ჩვენებებს შორის. ადგილი არ ჰქონია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების თუ პოლიტიკური მოტივის ფარგლებში, ასევე კომისიამ ვერ დაადასტურა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა რაიმე საქმის გაყალბებას,“- განაცხადა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა მოზარდების მკვლელობის საქმეზე საასმართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ მთავარი პროკურრორის მიერ თანამდებობის დატოვებაზე. მისი თქმით,  ირაკლი შოთაძემ მაღალი ფასის პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები