27 დეკემბერი 2024,   03:28
ვრცლად
"დასკვნა არის მიღებული და უკვე შესასრულებელი ხელისუფლების მხრიდან" - სერგი კაპანაძე

67 გვერდიანი დასკვნა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა, დღევანდელ სხდომაზე 9 ხმით დაამტკიცეს. დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების უმაღლესი წევრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და მირზა სუბელიანის, მიხეილ კალანდიას და გამომძიებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე.  

როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, "ევროპული საქართველოს" რეკომენდაციები სრულიად ლეგიტიმურია და შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში ის უნდა განხორციელდეს.

„ეს დასკვნა უკვე არის შესასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.  საგამოძიებო კომისიამ რომელიც პარლამენტმა შექმნა, თავისი დასკვნა უკვე დაამტკიცა. შესაბამისად, ეს დასკვნა უკვე  არის ლეგიტიმური და ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ კიდევ რაღაც მომდევნო ლეგიტიმაცია ესაჭიროება მას და კიდევ ვიღაცამ უნდა დაამტკიცოს არის არასწორი. რაც შეეხება  შემდეგ დებატები როგორ იქნება პარლამენტში და ეს დასკვნა  განხილული იქნება პარლამენტში , თუ რაიმე კონკრეტული დადგენილება იქნება ინიცირებული რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ეს არის სხვა საკითხი, მომდევნო საკითხი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე სხვა პოლიტიკური ჯგუფები რას გადაწყვეტენ. მაგრამ ის რაც დღეს მოხდა არის ის, რომ დასკვნა არის მიღებული და უკვე შესასრულებელი ხელისუფლების მხრიდან,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიამ სამ თვიანი მუშაობის პერიოდში საქმის 39 ტომი შეისწავლა, დაიკითხა 79 მოწმე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები