26 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
ცაბაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

„დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა ცაბაძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. პოლიცია ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. 

დღის ამბები