ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების გიორგი გოგებაშვილს და ნინო გეგელაშვილის სასამართლო პროცესი, 13 სექტემბერს გაგრძელდება. დღეს, წინასასამართლო სხდომაზე გაიმართა, რომელზეც ბრალდების და დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინეს. პროკურატურა ორ დაკავებულს, ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება. ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ დანაშაულს მხოლოდ ერთი, ნინო გოგებაშვილი აღიარებს, ისიც ნაწილობრივ.
„გიორგი გოგებაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. არანაირი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გაუსაღებია და არც გასაღების მცდელობა ჰქონია. ხოლო ნინო გეგელაშვილს თავს ცნობს ნაწილობრივ დამნაშავედ მხოლოდ ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მცდელობაში. ანუ მის პოზიცია არის ასეთი, რომ თვითონ ნარკოტიკული ნივთიერება რასაც ჰქვია, მას არასდროს არ გაუსაღებია,“-აცხადებს ადვოკატი მარიკა ფხალაძე.
ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იმის დამადასტურებლად, რომ ბრალდებულები ერთად მოქმედებდნენ.
„ბრალდებულები მოქმედებდნენ შეთანხმებით. ეს არის როგორც საბანკო ანგარიშების ამონაწერები ასევე მათი ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. ასევე, მათი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ის პირადობის მოწმობები, რომელთა სახელზეც ჰქონდათ მათ რეგისტრირებული ის ტოტალიზატორის ანგარიშები, რომელზეც არიცხინებდნენ ფულს ნარკოტიკული საშუალებების შემძენებს. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარეს აქვს საკმარისი მტკიცებულებები,“ -აცხადებს საქმის პროკურორი ირინა ჩიჩია.