22 დეკემბერი 2024,   05:09
ვრცლად
კვიპროსში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - დაკავებულები მესამე დღეა დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ 

კვიპროსში, ლარნაკას საპატიმროში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკვე მესამე დღეა დახმარებას ითხოვენ. ისინი მესაზღვრეებმა კურორტზე ჩასვლის დროს დააკავეს, მიზეზი უცნობია.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ლარნაკაში ტურისტულად ჩავიდნენ, ბერძენი სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.

ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავების მიზეზი მათთვისაც უცნობია, რადგან ქართველების დაკავება მესაზღვრის გადაწყვეტილებით მოხდა.

როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას  ჯერჯერობით უცნობია.

„სამი ქალბატონია საპატიმროში, არაადამიანურ პირობებში, სადაც არც წყალი აქვთ, არც საკვები არც საჭირო მედიკამენტები. პირველ რიგში ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს ამ ადამიანების ადამიანურ პირობებში გადაყვანა. თუ ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, დაბრუნდნენ დროულად. საელჩო, რომელიც არის საბერძნეთის ტერიტორიაზე, მათი მხრიდან არანაირ დახმარებაზე არ არის საუბარი,“-აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ნატა რაჟამაშვილი.

დღის ამბები