ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე გზის მშენებლობის მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ვითარება იმდენად რთულია, რომ მანქანების გადაადგილება შეუძლებელია. წლებია ეს პრობლემა არსებობს და არაერთი მიმართვის მიუხედავად, გამგეობას მის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია.
ადგილზე თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც დედაქალაქის მერს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ გზის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება.