22 დეკემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ხელისუფლების ზეწოლა "რუსთავი2"-ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა - საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში მკაცრდება 

ხელისუფლების ზეწოლა "რუსთავი2"-ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა - უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიში მკაცრდება და მას ეს ორი კრიტიკული ჩანაწერი დაემატება.

სავარაუდოდ, ანგარიშის ბოლო ვერსიას კიდევ ერთ შენიშვნას დაუმატებენ, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არარსებობასა და მართლმსაჯულების კრახს უკავშირდება. დოკუმენტის საბოლოო რედაქცია ევროპარლამენტმა რამდენიმე საათში უნდა მიიღოს და ანგარიში რომ შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს - თავად ევროპარლამენტარები ადასტურებენ.

ანგარიშის საბოლოო რედაქციის მიღებამდე ევროპარლამენტარებს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ხვდებოდნენ.

„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის, როდესაც არღვევს სწორედ იმ ვალდებულებებს რომელიც აღებული აქვს დემოკრატიული სისტემის შექმნის თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეს ის ამით საფრთხე შეუქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

სწორედ ამიტომ, ბევრი შეკითხვა არსებობს და ბევრი შესწორებები შედის ამ ანგარიშში“-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიორგი კანდელაკი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ შეკითხვას, რატომ არის რადიკალური პრორუსული პარტიის სახე ანდრეი მამიკინსი „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე ევროპარლამენტში.

ევროპარლამენტარი მამიკინსი კი აცხადებს, რომ მას ორი დახურული შეხვედრა ექნება მთავარ მომხსენებლებთან. როგორც მამიკინსი ვარაუდობს, ანგარიშთან დაკავშირებით ოქტომბერში დებატები გაიმართება, რის შემდეგაც ევროპარლამენტარები ანგარიშს კენჭს უყრიან.

დღის ამბები