22 დეკემბერი 2024,   05:10
ვრცლად
გაუფასურებული ლარი და გაძვირებული პროდუქტი - მოვაჭრეები კვლავ ფასების ზრდას პროგნოზირებენ 

ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად, პროდუქტებზე ფასები იზრდება. კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურების გამო პროდუქციაზე ფასები მომავალშიც მოიმატებს.

მოვაჭრეების თქმით, პროდუქტზე ფასმა უკვე მოიმატა, თუმცა ფასის მატება კიდევ, თითქმის 10 პროცენტით მოუწევთ, რადგან ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტირებული პროდუქტს უკავია. 

"თუ არ მივამატე 10% ისე არაფერი გამოდის. 5%-ი მუშის და 5% რჩება. მოიმატებს ყველაფერი. ფასები კიდევ და კიდევ აიწევს,"-აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ერთ-ერთი მოვაჭრე. 

პროდუქტზე რომ ფასები უკვე გაიზარდა ადასტურებენ მოქალაქეებიც.  

„ლარი ღირდა ატამი, ახლა ორი ლარი ღირს. ლარი და 30 ღირდა ყველაზე კარგი, ახლა 2 ლარი. მწვანილი გაძვირდა, ხორცი ხომ გაძვირდა და გაძვირდა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მხოლოდ აგვისტოს თვეში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 7%-ით გაუფასურდა, და კურსიც 2,45-დან 2.62-მდე დაეცა.

აგვისტოს თვეში წელს პირველად გადასცდა 3%-იან ნიშნულს. ყველაზე მეტად, 7.8%-ით ტრანსპორტის სფეროში გაიზარდა ფასები, ჯანდაცვის სფეროში კი ინფლაციამ 5,2% შეადგინა. 

 

დღის ამბები