22 დეკემბერი 2024,   05:51
ვრცლად
15 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 15 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, სანადირო თოფიდან ტყვია გოგონას არასრულწლოვანმა ძმამ გაისროლა და მას შემთხვევით მოხვდა.

მეორე ვერსიით, კი მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია გავარდა.

შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ და-ძმა იმყოფებოდა. გოგონას ძმა, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები