22 დეკემბერი 2024,   06:29
ვრცლად
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას გამოაცხადებს

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გამოაცხადებს. მმართველი გუნდის წევრები პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დაასახელებენ იმ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერენ.

როსტომ მეფის სასახლეში დაგეგმილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ ფავორიტი კანდიდატი, რომელიც კვალიფიციური სუბიექტის ყველა პრივილეგიით ისარგებლებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატისადმი გამოხატული მხარდაჭერა არ იქნება მხოლოდ სიტყვიერი, ის ასევე ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს.

ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის გამართვას გამორიცხავს. მისი გუნდის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კი ფიქრობს, რომ მეორე ტური შესაძლოა გაიმართოს. თუმცა, ასევე ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა აქვთ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გარდა დამოუკიდებელ კანდიდატებში არიან ისეთები, ვისაც შესაძლოა მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადოს.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ცესკო-ში პრეზიდენტობის 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. წელს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ.

დღის ამბები