26 დეკემბერი 2024,   23:40
ვრცლად
შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის ზღვაზე 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

კოშკურებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც ნიშნავს, რომ წყალში შესვლა აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყებაში განმარტეს, დღეს მაშველებმა ხუთი ადამიანი გადაარჩინეს.

დღის ამბები