27 დეკემბერი 2024,   03:38
ვრცლად
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები