27 დეკემბერი 2024,   04:45
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს სავალუტო ჯიხურის გაძარცვას ედავებიან - დაკავებულის ჩვენება "კურიერმა" მოიპოვა

თავდაცვის სამინისტროს იურდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, დავით ღვინიაშვილს, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სავალუტო ჯიხურის გაძარცვას ედავებიან. 32 წლის ღვინიაშვილის საქმის განხილვა სასამართლომ უკვე დაიწყო.

საქმის მასალებით დგინდება, რომ სამინისტროდან გამოსული დავით ღვინიაშვილი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სავალუტო ჯიხურს თავს დაესხა და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცა.  

კურიერს ხელში ჩაუვარდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ჩვენება, რომელიც თავად დეტალურად აღწერს, როგორ დაესხა თავს სავალუტო ჯიხურს.

ჩვენებაში თავდაცვის სამინისტროს იურდიული დეპარტამენტის უფროსი პოლიციასთან აღიარებს, რომ სავალუტო ჯიხურის მოლარეს მოკვლით ემუქრებოდა, მასზე იძალადა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

სავალუტო ჯიხურზე თავდასხმიდან მეორე დღეს თავდაცვის სამინსიტროს იურისტი სამსახურში დაბრუნდა და ოთხი თვის განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა.

ვიდეოკამერის ჩანაწერების არსებობის მიუხედავად, ბრალდებულის დაკავება ცხელ კვალზე ვერ ან არ შეძლეს.

კურიერმა მოიპოვა სავალუტო ჯიხურის მფლობელის ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ თავდაცვის სამინისტროს ბრალდებული თანამშრომელს მან მიაგნო. ბორკილები იურისტს სამინისტროს შენობაში დაადეს. შპს კაპიტალ ექსჩეინჯის დირექტორს, ეკა გაბაშვილს, ახლა კამერების წინ საუბარი არ სურს.

სავალუტო ჯიხურზე თავდასხმის ამბავი თავდაცვის სამინსიტრომ დამალა. ლევან იზორიას უწყების თანამშრომელი 14 ივნისს დააკავეს, თუმცა, სამი თვის განმავლობაში სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია.

ახლა ბრალდებული იურისტის გასათავისუფლებლად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელსა და პროკურატურას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, ბრალდებული საპროცესო გარიგებით გაათავისუფლონ.

თებერვალში ჩადენილ დანაშაულზე საუბარს ერიდება ბრალდებული დავით ღვინიაშვილის ოჯახიც. ისინი პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დღის ამბები