„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება. დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
სხდომაზე შეჯერდებიან, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი მმართველმა გუნდმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე სხდომას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, შერჩეულ კანდიდატს მმართველი გუნდი ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.