19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები მოისმინა  

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემები ადგილზე მოისმინა. დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სოფელს ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემა აწუხებს.

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანას ხალხის პრობლემებზე მზრუნველი პრეზიდენტი სჭირდება.  

„ხალხს სჭირდება პრობლემების მოგვარება, ხალხს სჭირდება გაკეთებული საქმე, ხალხს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება გამოკეტილი კაბინეტში ხალხისგან მოწყვეტილად, არამედ იქნება ხალხის ნაწილი და იმუშავებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. ამის შესაძლებლობაა ეს არჩევნები და ამიტომ უნდა გვესმოდეს, ყველაფერი იცვლება თავიდან, ამით ყველაფერი იცვლება ზემოდან, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნები არის სწორედ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ინსტიტუტი, გაჩნდეს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იზრუნებს ხალხზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები