27 დეკემბერი 2024,   02:26
ვრცლად
საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბაჟო კოდექსი ამოქმედდება

საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბაჟო კოდექსი ამოქმედდება. კანონპროექტი საბაჟო პროცედურების გამარტივების მხრივ მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს.

კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები. საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო. 

ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები ფინანსთა მინისტრმა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

„მთავარი, რაზეც არის ეს საბაჟო კოდექსის პროექტი აგებული, ეს არის შემდეგი პრინციპები, მარტივი და სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა. ამასთანვე, უფრო მოქნილი საბაჟო პროცედურები, ბიზნესისთვის რასაკვირველია და რაც ყველაზე მთავარია საერთო ექსპორტიორებისთვის, ისევე როგორც იმპორტიორებისთვის ხარჯების შემცირება,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.   

დღის ამბები