27 დეკემბერი 2024,   02:34
ვრცლად
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში ჩატეხილი ხიდის შემკეთებელი კომპანია გაიქცა

მარტვილის სოფელ ინჩხურში ხიდის აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია- სამუშაოების მწარმოებელი კომპანია კი გაქცეულია.

ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი 8 თვის წინ ჩატყდა და მას შემდეგ სოფელი ორადაა გაყოფილი.

ამ ხიდის არ არსებობის გამო, სოფელში ვერ გადაადგილდება სასწრაფო დახმარების მანქანა, უამინდობისას კი სოფლის ერთ ნაპირზე მცხოვრები ბავშვები ვერ მიდიან სკოლაში. სამუშაოებისთვის 40 000 ლარი იყო გამოყოფილი, რომლის 85% კომპანია „ელ გრუპის“ ანგარიშზე უკვე გადარიცხულია. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახლა კიდევ ერთ ტენდერს გამოაცხადებენ, თუმცა როდის შევა ხიდი ექსპლუატაციაში - ამის თქმა უჭირთ.

დღის ამბები