27 დეკემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ერთის მდგომარეობა უფრო მძიმეა - სერგეენკო ინგოროყვას კლინიკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოზარდის სანახავად მივიდა

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გარდაბნის გზატკეცილზე შენობის ჩამონგრევის შედეგად სამი არასრულწლოვნის დაშავებას ეხმაურება. მინისტრი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მივიდა, სადაც ერთ-ერთ დაშავებული გადაიყვანეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ერთ-ერთ მოზარდს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, ხოლო მეორეს ხერხემლის დაზიანება აღენიშნა. მესამე ბავშვი კი სერგეენკოს თქმით, ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი და მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„ორი მათგანი აქ ამ კლინიკაში იმყოფება. ერთის მდგომარეობა საშუალო არის, საშუალოს და მსუბუქს შორის. პირველადი კვლევით, რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნებათ, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს. მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანება არის, ის ახლა გადის დამატებით კვლევას და მასთან სავარაუდოდ, ოპერაციული ჩარევა იქნება საჭირო, თუმცა, საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქირურგიული ოპერაციის შედეგად ამ დაზიანებების მართვა შეიძლება. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი მდგომარეობა დანარჩენებთან შედარებით უფრო მძიმე არის და მას უახლეს წუთებში ვნახავ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ორი არასრულწლოვანი მკურნალობას თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადის.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები