27 დეკემბერი 2024,   02:26
ვრცლად
პირს, რომელიც ალი და ნინოს ქანდაკებაზე აძვრა 12 დღიანი პატიმრობა მიესაჯა-განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულის პროტესტი მოჰყვა

კონსტანტინე ედიბერიძეს, რომელიც დღეს ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე ავიდა და ჩამოსვლაზე უარს აცხადებდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადება დარბაზში ხმაურის ფონზე მოუწია. ედიბერიძე სასამართლო სხდომაზე სხვადასხვა რეპლიკებს ისროდა და მოსამართლესა და სამართალდამცავებს ეკამათებოდა. განაჩენის მოსმენის შემდეგ კი მან განსასჯელის მაგიდა ფეხით ააყირავა. კონსტანტინე ედიბერიძეს ბრალი ედება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში და წვრილმან ხულიგნობაში. დაკავებული ბათუმში ერთი თვეა იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 4 ჯერ იყო დაკავებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები