27 დეკემბერი 2024,   01:57
ვრცლად
შაკირასა და პიკეს სახლის ძარცვაში ბრალდებული ქართველი კანონიერი ქურდი - ესპანეთის პოლიციამ გოჩა მაისურაძე დააკავა

54 წლის ქართველ კანონიერ ქურდს ესპანური გამოძიება ფეშენებელური სახლების ძარცვის ორგანიზებას ედავება. სამართალდამცველების ვერსიით, გოჩა მაისურაძე, მეტსახელად გოგიტა ხელმძღვანელობდა ქურდობების სერიებს ბარსელონაში. კატალონიის პოლიციამ ის ამავე ქალაქში, 8 თანამზრახველთან ერთად, დააკავა. 

ესპანური მედიის ცნობით, გოჩა მაისურაძის დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის მსხვერპლი პოპულარული წყვილი, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და "ბარსელონის" ფეხბურთელი ჟერარ პიკეც გახდნენ. წყვილის სახლი ივნისში გაიძარცვა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დანაშაული სწორედ მაისურაძის დაჯგუფების წევრებმა ჩაიდინეს.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება, რომ მაისურაძე რამდენიმე დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ესპანური მედიის ინფორმაციითვე, იმ დაჯგუფებებიდან, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, მაისურაძე ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50 პროცენტს ითხოვდა. ურჩ კრიმინალებს კი ის ვენდეტების მოწყობით, გატაცებით, ცემითა და წამებით სჯიდა.

დაკავებული ქართველი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრებისა და მეზობლების თქმით, მაისურაძე ბოლო წლებია აღარ უნახავთ და მხოლოდ ის იციან, რომ ესპანეთში ცხოვრობს.

სასამართლომ ქართველ კანონიერ ქურდს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უკვე უთხრა. პატიმრობაში რჩება მაისურაძესთან ერთად დაკავებული რვა პირიც.

დღის ამბები