27 დეკემბერი 2024,   02:20
ვრცლად
"გამორიცხული არაფერი არ არის... შეიძლება ხვალ მეტეორი დაეცეს დედამიწას"-"ოცნება" არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის შესაძლებლობას არ გამორიცხავს და საკუთარი რჩეულის მხარდასაჭერად სრულ მობილიზაციას აცხადებს. მმართველი გუნდი წევრები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ამომრჩეველს არ ატყუებს, რადგან სხვა კანდიდატები იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომელსაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ განახორციელებს.

„ვნახოთ, პროცესი აჩვენებს, ეს შეიძლება ოქტომბრის შუა რიცხვებში უკვე ითქვას. ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ საკმაოდ ისეთი სახალისოა ერთი მხრივ მაგრამ გამუდმებულად  ალბათ არ შეიძლება ეს კამპანია გაგრძელდეს. იცით რამდენი კანდიდატია, იცით რა დაპირებებს იძლევიან, რომელსაც პრეზიდენტის ინსტიტუტთან საერთოდ არ აქვს კავშირი და უფლებამოსილება. ამიტომ ვფიქრობ, რომ  რაღაც ზომაზე უნდა დამთავრდეს და პირველი ტური თუ იქნება და მეორე ტური არ იქნება კარგია,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა დაინიშნება თუ არა მეორე ტური გამარჯვებას შეძლებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ თუ კი პარტიის მხარდამჭერები უპირობოდ მისცემენ ხმას სალომე ზურაბიშვილს მაშინ პირველ ტურში მისი გამარჯვება გარდაუვალია.

„გამორიცხული ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. შეიძლება ხვალ მეტეორი დაეცეს დედამიწას მაგრამ რა თქმა უნდა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. ისე როგორც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან დიდ ხანს იცოცხლებს ას წელიწადზე მეტს. მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა ყველაფერი შესაძლებელია,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

დღის ამბები