27 დეკემბერი 2024,   02:14
ვრცლად
სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში - ორი კვირაა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება შეუძლებელია

თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია. უკვე ორი კვირაა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება შეუძლებელია. მთავარ სატრანსპორტო არტერიებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, პიკის საათებში ხშირად მძღოლებს საცობში დგომა საათობით უწევთ. საწვავის ხარჯი გაეზარდათ ტაქსის მძღოლებს, მანქანების მფლობელები მერიას აკრიტიკებენ და ამბობენ, გზების დაგებისთვის არასათანადო დრო შეარჩიეს.

თბილისის მერმა, კახი კალაძემ საცობების თემაზე დასმულ შეკითხვას დღეს ირონიულად უპასუხა და ამ პრობლემის მოგვარებისთვის ჯადოსნური ჯოხი „რუსთავი 2“-ს მოსთხოვა.

თბილისის მერს სამუშაოების დასრულებისთვის ვადები მკაცრად გაწერილი აქვს, თუმცა ტრანსპორტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას მუშაობის პრინციპებს უწუნებენ.

გზების კაპიტალური შეკეთება თბილისში აგვისტოში დაიწყო, ასფალტის საფართან ერთად მერია მიწისქვეშა კომუნიკაციებსაც ცვლის, რაც სამუშაოებს კიდევ უფრო მეტად ართულებს. 

 

დღის ამბები