27 დეკემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ტყეში მავთულით ჩამომხვრჩვალი ორი ძაღლი - ვანდალიზმის ფაქტი სოფელ ნინიგორში

ვანდალიზმი სოფელ ნინიგორში - ვალერი გელაშვილმა საკუთარი 2 ძაღლი ტყეში მავთულით ჩამოახრჩო და იქვე დატოვა. გელაშვილების ოჯახში ამტკიცებენ, რომ ძაღლები მუდმივად იტაცებდნენ და ჭამდნენ შინაურ ფრინველებს, რის გამოც მეზობლები მუდმივად საყვედურობდნენ. 

ის, რომ სოფელ ნინიგორში გელაშვილების ძაღლები მეზობლებს პრობლემებს უქმნიდნენ, ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ, თუმცა მათთვის გაურკვეველია, რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად საკუთარ ძაღლებს ვალერი გელაშვილი.

ხეზე მავთულით ჩამომხვრჩვალი ძაღლები ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებმა ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ვანდალური ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით გამოძიება დაიწყო პოლიციამ. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს ცხოველების პატრონი და მეზობლები. დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი, ია გულიაშვილი.  

დღის ამბები