27 დეკემბერი 2024,   03:07
ვრცლად
"გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები" - ზაზა სარალიძე ხელისუფლებას 24 საათიან ვადას აძლევს

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებენ. ამის შესახებ განცხადება მათ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაკეთდა. შვილმოკლულმა მამებმა ხელისუფლებას 24 საათიანი ვადა მისცეს, რომ  გადადგეს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ  მათი მოთხოვნაა შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც დაიწყებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობას.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე ის მიიყვანა ხელისუფლების ნაბიჯებმა, რადგან ამ დრომდე არ არის დასჯილი მისი შვილის მკვლელი.

"ეს არის ჩვენი ბოლო გამოსვლა ქუჩაში. აქედან ფეხს არ მოვიცვლით მანამ, სანამ სამართალი არ აღდგება ჩვენს ქვეყანაში და მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება. მე პირადად ზაზა სარალიძე, 24 საათიან ვადას ვაძლევ ხელისუფლებას, რათა მოშორდეს საქართველოს და დაუყოვნებლივ შეიქმნას დროებითი მთავრობა და იმსჯელონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პანკისიდან ჩამოსული ქისტებიც შეუერთდნენ. როგორც სიტყვით გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, დღეს რუსთაველის გამზირზე უნდა მივიდეს ყველა.

„მე და ზაზას საბოლოო წერტილი დაგვისვეს. ჩვენ  იმ შვილებს უკან ვერ დავიბრუნებთ. კაცურ სიტყვას გაძლევთ ჩვენ დღეს იმიტომ ვართ აქ გამოსულები, რომ თქვენი მომავალი დავიცვათ იმ თემირლანისა და იმ დავითის ხსოვნის საპატივცემულოდ,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაქჩალიკაშვილის დედაც. მედიკო მარგოშვილმა მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.

„ძირს ეს სატანა მკვლელები, სადისტები. გომელაურო შენი თამადობით გადადექით მთელი მთავრობა. არ არის აქ მკვლელების ადგილი. თქვენი ადგილია მატროსოვის ციხეში,“-განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

აქციაზე გამოსვლები ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

 

დღის ამბები