27 დეკემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ნგრევის შედეგად დაშავებული მოზარდები - ერთ-ერთ მოზარდს, რომლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირდა

გარდაბნის გზატკეცილზე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული სამი არასრულწლოვანიდან ერთის მდგომარეობა, კვლავ კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს რამდენჯერმე დასჭირდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. ექიმების თქმით ექიმები  პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმეა და დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გააკეთებდნენ.

შედარებით მსუბუქია კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა, თუმცა მათგან ერთს, ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ამჟამად პაციენტები მოთავსებულები არიან სტაციონარში.

დაზარალებულები უკვე მოინახულა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი ინფორმაციით საკმაოდ მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა რომელიც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. დავით სერგეენკოს განცხადებით ძნელია წინასწარ პროგნოზების გაკეთება, რადგან  იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტს დასჭირდა გულ-ფილტვის რეანიმაცია.

შემთხვევა გარდაბნის გზატკეცილზე მოხდა. ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საყრდენი კედელი ჩამოიშალა. ამ დროს ადგილზე ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ. დაშავებულების მეზობლები ამბობენ, რომ შენობა კერძო საკუთრებაა და ის შემოღობილია. ადგილზე 4 მოზარდი თამაშობდა. მათგან ნანგრევებიდან თავის დაღწევა ერთ-ერთმა მოახერხა და დახმარება ითხოვა. ადგილზე მისულ მეზობლებს ბავშვები უგონო მდგომარეობაში დახვდათ.

„მიტოვებული შენობაა და კერძო საკუთრებაშია და რა ჰქონდა ჩაფიქრებული ნამდვილად არ ვიცი და საკმაოდ დაცულიც ყოფილა. შემოუღობია პატრონს. ეტყობა ესენი, რომ იქ იყვნენ ჩამონგრეულა სინკარი,“-განაცხადა მეზობელმა. 

დღის ამბები