22 დეკემბერი 2024,   09:50
ვრცლად
რაღაცა 5 წლის წინანდელ ჩანაწერზეა საუბარი - ჩუგოშვილი "ომეგა ჯგუფის" საქმეში მამაცაშვილის მონაწილეობასა და სკანდალურ აუდიო ჩანაწერზე 

ეს რაღაც ხუთი წლის წინანდელი ჩანაწერია - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იმ სკანდალურ ჩანაწერზე დასმულ კითხვას, სადაც ტელეკომპანია "იბერიაზეა" საუბარი და რომელშიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფიგურირებს.

ჩუგოშვილი გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი მაინც შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ საიდან იცის თამარ ჩუგოშვილმა, როდის შედგა სპორტის ყოფილ მინისტრსა და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს შორის სატელეფონო საუბარი, სადაც უჩა მამაცაშვილის ხელისუფლებასთან გარიგებაზეა საუბარი, ჩუგოშვილი ამბობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს.

"მე როგორც ვიცი, ეს არის რაღაცა 5 წლის წინანდელ ჩანაწერზეა საუბარი და ძაან გამიჭირდება ვისაუბრო... მე ეს ინფორმაცია მაქვს. შეიძლება ვცდები,  მაგრამ მე მითხრეს, რომ წლების წინანდელ რაღაცა საუბარზეა ლაპარაკი.

თვითონ საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან და თუ იქნება ჩათვლილი, რომ რაიმე  დანაშაულის ნიშნებია დარწმუნებული ვარ რომ ამას მიაქცევენ ყურადღებას“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

საუბარია "რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

 ​

დღის ამბები