27 დეკემბერი 2024,   06:54
ვრცლად
"თხოვნაა გაერთიანებული ოპოზიციისადმი, რაც შეიძლება, სწრაფად დავამარცხოთ ე.წ. ქართული ოცნება" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი დმანისში მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივების თქმით, ყველაზე მთავარი პრობლემებია უმუშევრობა, ხელისუფლების კორუფცია და რეგიონში RMG GOLD-ის მიერ ოქროს მოპოვების გამო დაბინძურებული გარემოა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ბიუჯეტიდან მილიარდნახევარი ლარი დაიზოგება დასაქმების პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

მისი თქმით, პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, გააქტიურდება კორუფციისა და მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკოლოგიაზე დაწესდება განსაკუთრებული მონიტორინგი.

„ხალხი შრომობს მიწაზე, აწარმოებს ყველაფერს, რაც სჭირდება ქალაქს, იმის ფულიც კი არ აქვს, რომ ეს პროდუქცია ქალაქამდე მიიტანოს, ყვლაფერი დალომბარდებულია, ბანკებშია. არის უმუშევრობა, უპერსპექტივობა. ერთადერთი თხოვნაა გაერთიანებული ოპოზიციისადმი, რაც შეიძლება, სწრაფად დავამარცხოთ ე.წ. ქართული ოცნება, რომელიც არც ქართულია, არც ოცნებაა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები