27 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
წარმოუდგენელია, საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც არ ეტკინება უმუშევრობა - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ამბროლაურში მხარდაჭერებს შეხვდა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

ადგილობრივები ჰესის მშენებლობაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებებიც მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.

„წარმოუდგენელია, საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც არ ეტკინება უმუშევრობა, ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი ტკივილი და არ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მეტი ინვესტიცია, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და დროებით უცხოეთში წასულ ქართველებს ჰქონდეთ უკეთესი სამუშაო პირობები და მეტი ხელფასი. წარმოუდგენელია, ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც არ შეაწუხებს ახალგაზრდობის პრობლემები, რომელსაც არა აქვს სრულფასოვანი განათლების და შემდეგ დასაქმების საშუალება, ამიტომ ყველაფერს ქმედითი პრეზიდენტი სჭირდება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები