27 დეკემბერი 2024,   07:16
ვრცლად
მოუწესრიგებელი გზის საფარი და წყალგაყვანილობა - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში აქცია გაიმართა  

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. 

ადგილობრივები გზის საფარის და წყალგაყვანილობის მოწესრიგებას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, წყალი ნაწილობრივ გააკეთეს, თუმცა, ონკანში ტალახიანი წყალი მოდის, რომელსაც ვერც დასალევად და ვერც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ვერ იყენებენ. გზა კი იმდენად არის დაზიანებული, გადაადგილება უჭირთ.

 

დღის ამბები