27 დეკემბერი 2024,   06:47
ვრცლად
მარიხუანის პლანტაციები საქართველოში - მმართველი გუნდი კანაფის კულტივაციის და ექსპორტის ლეგალიზებაზე მუშაობას იწყებს

მარიხუანის პლანტაციების გაშენება საქართველოში შესაძლოა, მალე ლეგალური გახდეს - ქართული ოცნების გუშინდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტზე გატანას დასთანხმდა. გადაწყდა, რომ მთავრობა უახლოს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მოამზადებს.

ცვლილებების თანახმად, მარიხუანის მოყვანისათვის კომპანიებმა სახელმწიფოსგან ლიცენზია უნდა მიიღონ, გამოყოფილ ტერიტორიაზე კი კანაფის პლანტაციები გააშენონ. პროდუქციას ისინი საქართველოში ვერ გაყიდიან და გადამუშავების შემდეგ მიღებულ ნახევარფაბრიკატებს უცხოეთში გაიტანენ.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ, თუ მარიხუანის კულტივაცია საქართველოში ლეგალური გახდება, ქვეყანა დიდ შემოსავალს მიიღებს.

მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, საქართველოში წარმოებულ კანაფს მხოლოდ სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებებისთვის გამოიყენებენ.

მმართველი გუნდის ამ პათოსს არ იზიარებს ოპოზიცია. ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს  საქართველოს მესამე პრეზიდენტიც, რომელიც ამტკიცებს, რომ მარიხუანის კულტივაციას საქართველოს მთავრობა ლეგალურს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესების გამო ხდის.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ  ქართული ოცნების თავმჯდომარის ამ ბიზნესპროექტს სათავეში მისი დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი, უდგას.

ამავე თემაზე
დღის ამბები