26 დეკემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პარკინგი მარტვილის კანიონთან, სადაც არათუ მანქანის გაჩერება, გადაადგილებაც კი საშიშია

ავტოსადგომში გადახდილი ნახევარი მილიონი ლარი და ობიექტი, რომელიც სიცოცხლისთვის კრიტიკულად სახიფათო ტერიტორიაზე მდებარეობს - მარტვილის კანიონთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამთვალიერებლისთვის საპარკინგე ადგილი ისე ააშენეს, რომ პროექტი არც შესაბამის უწყებებთან და არც სპეციალისტებთანა არ შეუთანხმებიათ. 3 თვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ამ ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება კი არა, გადაადგილებაც კი სახიფათოა.

მარტვილის კანიონთან ავტოსადგომი და სავაჭრო ობიექტები ზუსტად იმ ადგილას გახსნეს, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროსადენები გადის. 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პერიმეტრზე კი მშენებლობა კანონით იკრძალება.

მარტვილის მერიას ობიექტის ამოქმედების შემდეგ საქრუსენერგოსგან წერილი მიუვიდა, რომელშიც უწყება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან 500-კილოვოლტიანი ხაზის ქვეშ მოწყობილი ავტოსადგომის დემონტაჟს მოითხოვა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვა, რომ ავტოსადგომი უკანონოდ იყო მოწყობილი და იქ ავტოტრანსპორტს გადაადგილება აეკრძალა.

ავტორი: ემა გოგოხია. 

​ 

დღის ამბები