27 დეკემბერი 2024,   07:27
ვრცლად
„ვინ არის თქვენი ბოსი?" - საერთაშორისო კონფერენციაზე დასმული კითხვა და პრემიერის თავის მართლება

მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა“ იმართებოდა. კონფერენციაზე Financial Times-ის მთავარმა რედაქტორმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს კითხვა დაუსვა - „ვინ არის თქვენი ბოსი?“

ედვარდ ლუსი ცდილობდა, გაეგო მთავრობის მეთაური აზრი, აზიანებს თუ არა ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა ქართულ დემოკრატიას.

კონფერენციის ორგანიზატორებმა და უცხოელმა სტუმრებმა ღიად განაცხადეს, რომ კულისებში მიღებული გადაწყვეტილება დემოკრატიას აზიანებს. მათი აზრით, არაფორმალური მმართველობის ნაცვლად, ქვეყანამ ძლიერი ინსტიტუტები უნდა შექმნას.

კონფერენციაზე კითხვები პარალმენტს თავმჯდომარემ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა დასვეს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებდათ, რატომ დაუჭირა ქართულმა ოცნებამ მხარი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

დემოკრატიის გამოწვევებისა და პოლიტიკური ნაწილის გარდა, კონფერენციის დღევანდელი დღე გლობალურ უსაფრთხოებას და გამოწვევებს დაეთმო.

ნატოსა და ევროკავშირზე საუბრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ეს თემა ასევე გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და სტატუსკვოზეა დამოკიდებული.

ხვალ კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, ესტონეთის პრეზიდენტი კი დახურავს. საუბრის თემებს შორის დემოკრატია, საინფორმაციო ომი და რუსეთის თემა იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები