27 დეკემბერი 2024,   06:44
ვრცლად
სოსო გოგაშვილის თანამდებობა ამ ჩაშლილმა ვიზიტმა შეიწირა - ელისო კილაძე

„ეს მარტივი ბრძოლა ნამდვილად არ არის,“ - ეს განცხადება სამართალდამცველთ არეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, შვილმოკლული მამების აქციებთან დაკავშირებით გააკეთა.

ზვიად კუპრავამ არჩევანის ეთერში აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება და ხელისუფლებას, მოზარდების მკვლელობის გამო, პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

„ეს მარტივი ბრძოლა ნამდვილად არ არის და ბრძოლა დაიწყო მაშინ, როდესაც დავიწყეთ, მიმდინარეობდა ყოველდღე, მიმდინარეობს ახლაც და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ბრძოლა ძალიან მოკლე პერიოდში დასრულდება. მე ამის გულწრფელად მჯერა იმიტომ, რომ ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენის შემდეგ საზოგადოების ზეწოლას და რისხვას,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შვილმოკლული მშობლების გერმანიაში ჩაშლილ ვიზიტზე და ამის შედეგებზე ისაუბრა ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა.  

ელისო კილაძის თქმით, გერმანიაში გამოძიება მიმდინარეობს.

კილაძის თქმით, სოსო გოგაშვილის თანამდებობა სწორედ შვილმკვდარი მშობლების ჩაშლილმა ვიზიტმა შეიწირა.

„სოსო გოგაშვილის თანამდებობა, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ ჩაშლილმა ვიზიტმა შეიწირა იმიტომ, რომ არნახული ტიპის დეზინფორმაცია გაავრცელეს იქ და შეცდომაში შეიყვანეს ორი ქვეყნის სპეცსამსახური, რომ ჩვენ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს მივაცილებდით და გაგვყავდა ქვეყნის ტეროტორიიდან და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჰყავდათ მხედველობაში,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები