27 დეკემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაბრუნებას გეგმავს

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაბრუნებას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ზაზა სარალიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს კლინიკაში, მან უთხრა, რომ არ აპირებს სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენას და აქციაზე ის აუცილებლად დაბრუნდება.

„ზაზა სარალიძემ მთხოვა, რომ გავაკეთო განცხადება, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაადგმევინებენ თუ არა კარავს, ის დაბრუნდება რუსთაველზე. მოვკვდები რუსთაველის გამზირზე იმიტომ, რომ ჩემი შვილი მკვდარია, მე არ მაქვს უკან დასახევი გზა, ბოლომდე ვიქნები და გამიტანონ და გამასვენონ. ეს იქნება პრეცედენტი ამ ქვეყანაში იმისაო, მითხრა, რომ საბოლოო ჯამში, სხვის შვილს მაინც არ დაემართოს ის, რაც ჩემს შვილს დაემართა იმიტომ, რომ ჩემს შვილს უკვე არაფერი ეშველებაო," - განაცხადა ელისო კილაძემ. 

დღის ამბები