27 დეკემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"რა გავიგეთ ახალი, მკვლელები დაისაჯნენ?" - ნიკა მელია მოზარდების მკვლელობის საქმეზე კომისიის დასკვნას ეხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

საუბარია ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის შელაპარაკებაზე, რა დროსაც დავით სარალიძის მამა შეუძლოდ გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანა.

ნიკა მელიას თქმით, შვილმკვდარი მამა წელიწადია, ითხოვს მისი შვილის მკვლელის დასჯას და ხელისუფლების წევრები სხედან და აცხადებენ, რომ ჯანმრთელობას უსურვებენ მას.

განცხადება ზაზა სარალიძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არჩევანის ეთერში არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. სწორედ ამას მოჰყვა ნიკა მელიას მწვავე რეაქცია.

„არ დაგიმალავთ, გვერდით რომ ვმჯდარიყავი, გადმოვაგდებდი სკამიდან. შვილმკვდარი მამა წელიწადია, ითხოვს მკვლელების დასჯას, არა გამოძიებას. დადგენილი, გამოვლენილია, იდენტიფიცირებულია, სახელები იცის მკვლელების და მკვლელების მფარველობისაც და ნული რეაქცია. რა გზას ვუტოვებთ ამ ადამიანს, მართლა თავი უნდა აიფეთქოს რუსთაველზე?“ -განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია საგამოძიებო კომისიის მუშაობასაც ეხმაურება. ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ სამთვიანი მუშაობის შემდეგაც პასუხები საზოგადოებამ ვერ მიიღო.

„რა გავიგეთ ახალი, ხალხო, მკვლელები დაისაჯნენ? საკუთარ თავს დაიჭერს გახარია? საკუთარ დაიჭერს იუსტიციის მინისტრი? საკუთარ თავს დაიჭერს შოთაძე? მე მინდა, რომ დავიჯერო, მაგრამ რა დავიჯერო,  რა გავიგეთ ახალი, არ ვიცოდით მ.კ.?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები