27 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სამარცხვინო განცხადებების გაკეთებას ურჩევნიათ, გაეშვან "ომეგა ჯგუფს", გაეშვან ტელეკომპანია "იბერიას" - ვახო ხუზმიაშვილი

ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი, ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს არჩევანის ეთერში ეხმაურება.

საინფორმაციო სამსახურის უფროსი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს ტელეკოპანიის დათმობაზე ესაუბრება, 5 წლის წინანდელია, რაზეც ხუზმიაშვილი პასუხობს, რომ იბერია 5 წლის წინ არ არსებობდა.

„იმდენად არაკომპეტენტურები არიან საქართველოს ხელისუფლებაში, ეს არ არის ვიღაც, საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილეა, გამოდის და მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას. პატივი ხომ უნდა სცეს მოსახლეობას? გადაამოწმოს მაინც ინფორმაცია. სამარცხვინო განცხადებების გაკეთებას ის ურჩევნიათ, რომ გაეშვან ომეგა ჯგუფს, სადაც მილიონები უნდა, გაეშვან ტელეკომპანია იბერიას და დაიწყონ გამოძიება,“ - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

მან ფინანსთა მინისტრიც გააკრიტიკა იმ განცხადებების გამო, თითქოს ომეგა ჯგუფს გადახდის გრაფიკს სთავაზობდნენ და აღნიშნა, რომ ივანე მაჭავარიანი „სისულელეს საუბრობს".

„დღეს შემეცოდა ფინანსთა მინისტრი, რომ უკანა კარიდან გაიპარა ამ ჩანაწერების შემდეგ. რა უნდა თქვას, აღარ იცის ფინანსთა მინისტრმა. 4 თვეში ქვეყანას აკლდება 10 მილიონი იმიტომ, რომ ზაზა ოქუაშვილმა არ მიიტანა 2 მილიონი დოლარი, არ მისცა ტელეკომპანია იბერია. ასეთი განცდა მრჩება მე, რომ ჯერ მოითხოვეს ტელეკომპანია იბერია, რომ არ მისცა ტელეკომპანია იბერია, მერე უკვე 2 მილიონი მოუნდათ. ერთი მილიონი უნდა წასულიყო ქვეყნის ბიუჯეტში, დანარჩენი ვიღაცების ჯიბეში,“ - განაცხადა ხუზმიაშვილმა.

ხუზმიაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.  

დღის ამბები