27 დეკემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ასეთი ფიტულები არ მეგონნენ "ქართული ოცნების" წევრები" - არჩილ გამზარდია მმართველი გუნდისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

"შაგრენის ტყავივით შემცირდა თავისუფალი აზრი ქართულ მედიაში," - ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია იბერიას წამყვანმა, არჩილ გამზარდიამ, გააკეთა.

მან იბერიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა და პარალელები გააბა რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. ასევე გაიხსენა მაესტროს და იმედის საქმეები.

არჩილ გამზარდიას განცხადებით, ქართული ოცნება არის გასული კანონის ჩარჩოებიდან.

მისი თქმით, იბერიას მფლობელს ღიად ეუბნება ხელისუფლება, რომ დათმოს ტელევიზია იმის სანაცვლოდ, რომ წარმოებაში ხელი შეუწყოს, რაც ისედაც მისი საქმეა.

არჩილ გამზარდიამ ასევე გაახმოვანა მისი პირადი მიმოწერა მმართველი გუნდის წევრებთან. მისი თქმით, ისინი მისი მისამართით აკეთებდნენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რის გამოც მან მოითხოვა ბოდიშის მოხდა.

„ვიცე-სპიკერმა ბოდიში მოგვიხადა თავისი მცდარი განცხადებების გამო. ბოდიში უნდა მოგვიხადონ თითოეულ ჩვენგანს და იბერიას,“ - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

მან კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

არჩილ გამზარდიას თქმით, აბსურდულია ხელისუფლების წევრების განმარტებები, რომ ომეგა ჯგუფის პრობლემებს არა აქვს კავშირი იბერიას მაუწყებლობასთან, რადგან სწორედ ეს ბიზნესი აფინანსებს ტელევიზიას. 

"ასეთი ფიტულები არ მეგონნენ ქართული ოცნების წევრები," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ

დღის ამბები