26 დეკემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"იბერიას" საქმე და სკანდალური აუდიო ჩანაწერები - სამოქალაქო სექტორი გამოძიების დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობს

იბერიას საქმე და სკანდალურ აუდიო ჩანაწერები - სამოქალაქო სექტორი გამოძიების დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობს. მათი შეფასებით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა.

რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვის გადაწყვეტილებას, ეს მათი აზრით ადასტურებს, რომ ნდობა ქართული სასამართლოსადმი დაბალია. 

„როდესაც სასამართლო სისტემას არ აქვს ნდობა, ბუნებრივია საზოგადოება, მოქალაქეები, ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დავა გადაწყვიტოს სხვა სისტემაში და ამ შემთხვევაში არბიტრაჟში. რაც შეეხება უშუალოდ უკვე ამ საკითხს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სასამართლო მთავარ ღირებულებებთან დაკავშირებით იღებს ძალიან სწორხაზოვან გადაწყვეტილებას და არ უდგება ამას იმ პრინციპით, რომ აუცილებელია იყოს დემოკრატიული სტანდარტები ქვეყანაში დაცული და ქვეყნის დემოკრატიას არ მიადგეს საფრთხე,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, თუკი მათი ავთენტურობა დადგინდება, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. 

„თუ დადგინდება ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ვფიქრობთ, რომ ეს არის დანაშაულის ნიშნების შემცველი და აუცილებელია, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და სწორედ ეს ავთენტურობის საკითხის გამოძიებამ შეისწავლოს. თუ ეს დადასტურდება, ხელისუფლებასთან აფილირებული პირები როდესაც გარიგებას ახდენენ და ვაჭრობენ ტელევიზიით, ეს არის დაუშვებელი. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტთა უფლებების დაცვაც,“ - განაცხადა მარიამ გოგოსაშვილმა.

შეგახსენებთ, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ იბერიას საქმეში ჩართული იყო უჩა მამაცაშვილი და ის ორი მილიონის სანაცვლოდ, „ომეგა ჯგუფს“ მთავრობასთან პრობლემების მოგვარების ჰპირდებოდა.

დღის ამბები