26 დეკემბერი 2024,   15:42
ვრცლად
„ეს არის პროკურატურის მხრიდან დაცინვა" - ვახტანგ ხუზმიაშვილი "იბერიას" საქმეზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება

„ეს არის პროკურატურის მხრიდან დაცინვა,“- ასე გამოეხმაურა „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ხუზმიაშვილი ტელეკომპანიის საქმესა და მედიაში გავცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას.

მან თბილისის პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა. ვახტანგ ხუზმიაშვილი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ გამოძიება არა მთავარმა, არამედ თბილისის პროკურატურამ დაიწყო.

„გამოძიება დაუწყია თბილისის პროკურატურას, რატომ იმ სიმძიმის დანაშაული არ არის, რომ მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება? არაფერია ნახსენებია ტელეკომპანია „იბერიაზე“. პირველ ჩანაწერში საუბარი იყო იმაზე, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ წაღება უნდოდათ. ამ განცხადებაში ჩვენ ვერსად ვნახეთ, რომ პროკურატურას აინტერესებს, ვის სურდა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაფორმება. გამოძიება დაწყებულია იმ მუხლით და მოთხოვნით, რაც გუშინ გაავრცელა განცხადება ბატონმა მამაცაშვილმა. აქ იყო რეკეტი, არა მოტყუება, სად არის გამოძალვა აქ ნახსენები. ამიტომ ჩვენ არ ვენდობით თბილისის პროკურატურას, არც ამ განცხადებას,“- განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები