26 დეკემბერი 2024,   17:35
ვრცლად
რუსეთთან გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები - კობახიძემ შვეიცარიაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას სტუმრობს.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მრგვალი მაგიდის - „სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სახელმწიფო და რელიგია“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიასთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„შვეიცარიის კონფედერაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს როგორც ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში, ისე საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციის კუთხით. როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთთან გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% მითვისებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და შვეიცარია გვეხმარება რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით. მათთან ურთიერთობაში ჩვენ გვაქვს მიღწევები ჰუმანიტარული და ეკონომიკური კუთხით, ასევე ტრანსპორტისა და ვაჭრობის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ არ გვაქვს არანაირი წინსვლა, მაგრამ გლობალური ტენდენციებით და განვითარებით, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდება წარმატების მიღწევა ამ კუთხითაც”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები