26 დეკემბერი 2024,   16:48
ვრცლად
საჩუქარი კრემლის პროპაგანდისტებისთვის - Financial Times-ის ჟურნალისტის სტატია სალომე ზურაბიშვილზე 

საქართველოში ვიზიტის შემდეგ ედუარდ ლუსმა Financial Times-ში სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტი, რომელიც თბილისში რამდენიმე დღე საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა, წერს, რომ საქართველო ვექტორის შეცვლის საფრთხის წინაშე დგას.

ჟურნალისტი წერს ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით ერთი ოლიგარქი ჰყავს, რომელიც ქართულ პოლიტიკას აკონტროლებს.

ედუარდ ლუსი ეხება სალომე ზურაბიშვილსაც და მას ოლიგარქის ფავორიტ კანდიდატად მოიხსენიებს.

Financial Times-ის ჟურნალისტის შეფასებით, ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველომ დაიწყო ომი, კრემლის პროპაგანდისტებისთვის საჩუქარი აღმოჩნდა.

საერთაშორისო მედია და ქართველი ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის გავლენით მოსალოდნელ კიდევ უფრო დრამატულ მომავალს წინასწარმეტყველებენ. ბრიტანელი ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში საქართველოს პროდასავლური კურსის შესაძლო ცვლილებას პროგნოზირებს.

დღის ამბები